ისმაილ იბნ ალი ა ლ-აიუბ აბუ ლ-ფიდა (არაბ. أبو الفداء; დ. ნოემბერი 1273, დამასკო — გ. 27 ოქტომბერი, 1331, ჰამა) — არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. ჰამის (სირია) აიუბიდ ამირათა შთამომავალი. მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ასტრონომია, მედიცინა, ბოტანიკა) შესანიშნავი მცოდნე, პოეტი. იყო მამლუქთა სულთნების სამსახურში.
ცნობილია მისი ორი თხზულება: „ადამიანთა მოდგმის შემოკლებული ისტორია“, შედგება ორი ნაწილისაგან. პირველში მოთხრობილია ისლამამდელი ხანის ისტორია, მეორეში — ისლამის ისტორია 1329 წლამდე. ეს თხზულება კომპილაციური ხასიათისაა, მაგრამ მასში მოიპოვება ისეთი მასალაც, რომელიც სხვასთან არ გვხვდება. მეორე ნაწილში არის ცნობები, თბილისის საამიროს უკანასკნელი პერიოდის შესახებ. აბუ ლ-ფიდას ცნობები საქართველოს შესახებ ქათულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ი. მაჭავარიანმა და ივანე ჯავახიშვილმა.
გეოგრაფიულ თხზულებაში — „ქვეყნების მოწესრიგება“ აღწერილია შავი ზღვა, მდინარე მტკვარი და მასზე მდებარე ქალაქები, მათ შორის თბილისი, კავკასიონი და იქ მოსახლე ხალხები.
მის პატივსაცემად მთვარის ხილულ მხარეზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს ეწოდა სახელი აბუ ლ-ფიდა.
=KTML_Bold=ლიტერატურა=KTML_End==KTML_LIST_disc_LISTTYPE=ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 46.
სიხარულიძე ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 39.
ქართული ენციკლოპედია, „თბილისი“, გვ. 55, თბ., 2002=KTMLLISTEND=
[1]